“2022 წელს მთის კურორტების სასტუმროებს მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარის, ასევე ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქტების შესყიდვები 25-30%-ით გაუძვირდა, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია”, - ამის შესახებ BMG-ის “გუდაური სქი რიზორტის” გაყიდვების სამსახურის დირექტორმა სალომე კვარაცხელიამ განუცხადა.
იმის მიუხედავად, რომ სასტუმრო “მარკო პოლო” ვიზიტორებისთვის წლის განმავლობაში სულ ღიაა, ახლა, როცა მთის კურორტების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, ტურისტების რაოდენობა საკმაოდ მწირია. სალომე კვარაცხელიას თქმით, ომის გამო საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში სტუმრობას თავს არიდებენ. პრობლემას ქმნის გაძვირებული ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციაც, რაც მთლიანობაში მომსახურებას ყველა მიმართულებით აძვირებს.
“რუსეთ-უკრაინის ომის და მანამდე კოვიდპანდემიის შედეგად, ძალიან ბევრი სერვისი ჩვენთვის, რასაც სასტუმრო იღებს - ანუ შესყიდვები, დაახლოებით 25-30%-ით გაძვირდა. დიდი ძალისხმევის შედეგად, მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი მომხმარებლისათვის ფასი არ გაგვეზარდა, ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონზე ფასები არის იგივე, რაც იყო ადრე. უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ტურისტების სეგმენტი ძალიან შეცვლილია. ადრე ბევრად უფრო გადახდისუნარიანი ტურისტი გვყავდა, ახლა ამ თვალსაზრისით, სიტუაცია გაუარესებულია,” - განაცხადა სალომე კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათგან მიღებულმა შემოსავალმა კი 841 მილიონი დოლარი შეადგინა. დანახარჯების მიხედვით ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
1) რუსეთი - $150.4 მილიონი დოლარი, 156,910 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $959
2) ბელარუსი - $94.6 მილიონი დოლარი; 29,671 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $3,188
3) ევროკავშირი - $90.3 მილიონი დოლარი; 72,181 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,251
4) უკრაინა - $82.2 მილიონი დოლარი; 55,630 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,478
5) თურქეთი - $80.8 მილიონი დოლარი; 199,945 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $404.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი