მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წელს დანტე ალიგიერის პორტრეტით საფოსტო მარკა გამოიცემა

6082b008e7f9f
BM.GE
23.04.21 15:30
665
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოიცემა საფოსტო მარკა დანტე ალიგიერის პორტრეტით.

მიმდინარე წელს, მსოფლიო გენიალური იტალიელის, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს აღნიშნავს. დანტე ალიგიერის შემოქმედება არაერთი ქართველი ბელეტრისტის, პოეტის, მეცნიერის შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ იქცა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, სერგო ქობულაძის მიერ შესრულებულ დანტე ალიგიერის პორტრეტს, 1956 წელს, იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე დიდი წარმატება ხვდა წილად და საუკეთესოთა შორის დასახელდა, სწორედ აღნიშნული პორტრეტის გამოსახულებით გამოიცემა საფოსტო მარკა, რომელიც ქართველი და იტალიელი ხალხის მეგობრობის კიდევ ერთ სიმბოლოდ ჩაითვლება.

მარკა, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა, გაიყიდება „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით.