მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წლიდან პროფესიული კოლეჯების პროგრამები ორ ნაწილად გაიყოფა

5e3ac2574211d
BM.GE
06.02.20 09:00
848
მიმდინარე წლიდან პროფესიული კოლეჯების პროგრამები ორ ნაწილად გაიყოფა.

როგორც განათლების მინისტროს მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შეთავაზებული სერვისები ახალგაზრდებისთვის და ზრდასრული მოსახლეობისთვის განსხვავებული იქნება.

„წლევანდელი წლიდან ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისები როგორც ბიზნესისთვის, ისე მოქალაქეებისთვის იქნება უფრო მიზნობრივი. აქამდე მხოლოდ ერთი ტიპის პროგრამები გვქონდა. იყო სერვისი, რომლითაც სარგებლობდა ყველა, შესაბამისად ის ვიღაცისთვის მისაღები იყო, ვიღაცისთვის კი - მიუღებელი. ახლა ჩვენ ორი ტიპის შეთავაზებები გვაქვს; ერთია სასკოლო სივრიცდან გამოსულებისთვის, რომელსაც ექნება სოციალური პაკეტებიც შეთავაზებული, მაგალითად მგზავრობა, საერთო საცხოვრებელი და სხვა, ხოლო ზრდასრულებისთვის იქნება მოკლევადიანი პროგრამები 2 თვიდან 1 წლამდე ვადით.

ამ პროგრამებზე უფლებას მოიპოვებს ნებისმიერი იურიდიული პირი, ბიზნესი, კომპანიებსაც შეუძლიათ თავისი მომზადების პროგრამები შესთავაზონ თუნდაც კომერციალიზებული და პრიორიტეტების ფარგლებში სახელმწიფო დააფინანსებს ამა თუ იმ მიმართულებებს. ეს ყველაფერი იქნება წინასწარ მოკვლეული იმ დარგების ჭრილში, რომელმაც შეიძლება დამატებითი ღირებულება შეიძლება შეიტანოს ეკონომიკაში”, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.