მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 4400 სამშენებლო ნებართვა გაიცა - საქსტატი

61055d0c0ab39
ინგა მურუსიძე
31.07.21 18:10
565
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5 %-ით მეტი) 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7 %- ით მეტი). ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

უწყების ცნობით, ნებართვების 71,8 % ქვეყნის ოთხ რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3% თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6 % - იმერეთის რეგიონზე და 6,9% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.