მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წლის ივლისიდან, ყაზახეთში 4-დღიანი სამუშაო კვირა დაკანონდება

64463cc29a371
გიორგი არონია
24.04.23 12:26
10453

მიმდინარე წლის ივლისიდან ყაზახეთის შრომის კოდექსში ოთხდღიანი სამუშაო კვირის ცნება გაჩნდება, - ამის შესახებ ყაზახური გამოცემა, Tengri News-ი წერს. ამ დროისთვის, ყაზახური კანონმდებლობა მხოლოდ ხუთდღიან, ექვსდღიან და არასრულ სამუშაო კვირას ცნობს, რომლის ხანგრძლივობა შეთანხმების საფუძველზე დგინდება, მაგრამ, როგორც ირკვევა, ქვეყანაში არსებული შრომითი ურთიერთობების თავისებურებამ ოთხდღიანი სამუშაო კვირის დაკანონების აუცილებლობა განაპირობა.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის დაკანონებასთან ერთად, ყაზახეთში დადგინდა ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც თვეში 12 საათით, წელიწადში კი 120 საათით განისაზღვრა. ამასთან, დამსაქმებელი და დასაქმებული ვალდებულნი არიან თავად განსაზღვრონ, თუ რომელ დღეებში დაისვენებს თანამშრომელი კვირის გარდა.

როგორც კანონის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ოთხდღიანი სამუშაო კვირა, სავარაუდოდ, ხუთდღიან სამუშაო კვირასთან მონაცვლეობით დაინერგება - ეს პრაქტიკა, ყაზახეთში, დღესაც არის დანერგილი.