იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი იმატებს, საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა შესაბამის გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს მიიღებს.
„ამ გადაწყვეტილებას, თუ რა მასშტაბით და ასე შემდეგ, იღებს საკოორდინაციო საბჭო. ფართომასშტაბიან ღონისიძიებებზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება და როგორი ან იქნება თუ არა მიღებული, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ორშაბათს გახდება ცნობილი“, - აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების 179 ფაქტი თბილისში გამოვლინდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თბილისში მზარდი შემთხვევების ფონზე მოსალოდნელია თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, საპასუხოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ "მეტი რა უნდა გამკაცრდეს", ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შეგნება, რათა მათი დაუდევრობით რისკი არ შეუქმნან გარშემომყოფებს. მისივე თქმით, თუ ყველა ატარებს ნიღაბს და დაიცავს დისტანციას, ვირუსის გავრცელება შედარებით შენელდება და ჩაჯდება სტაბილურ მდგომარეობაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ