მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის ინდუსტრიასთან, შეიქმნას მათზე მორგებული დახმარების პაკეტი"

5ead4d44b919c
BM.GE
02.05.20 14:32
1179
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის- ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორისთვის დახმარების პაკეტის შექმნის შესახებ ისაუბრა.

„ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც სამწუხაროდ, განსაკუთრებით დაზარალდა ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე. მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენლისთვის შეიქმნას მათზე მორგებული დახმარების პაკეტი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გარდა იმისა, რაც მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიას შესთავაზა, კიდევ მუშავდება ახალი გეგმა, რათა ძალიან მიზნობრივად დავეხმაროთ ყველა იმ დარგის წარმომადგენელს, რომელიც შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. ეს შემდეგი სეგმენტური ჯგუფებია: ტურისტული კომპანიები, გიდები, სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმრობიზნესი, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც ასევე იყოფა მცირე, საშუალო და დიდ ქსელურ ბრენდებად.

დღეს ყველას უკლებლივ ერთი და იგივე პრობლემა აქვს, ტურისტული ინდუსტიის გაჩერება, რაც ისახება მათ შემოსავლებზე. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ტურისტულ სექტორში იყო დასაქმებული, შეძლოს მუშაობის გაგრძელება. ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, მთავარია ახლა ბიზნესს და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ხელი შევუწყოთ, რათა სწორი განვითარების ეტაპებით შეძლონ არა მხოლოდ ძველ ნიშნულზე , არამედ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულ ინდუსტრიაში დასაქმება და შესაბამისი შემოსავლის მიღება"-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.