მარნეულის სასურსათო ქარხანას მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა პროცესი შეჩერებელი, ახლა მიმდინარეობს სამუშაო პროცესები, ვემზადებით 2020 სეზონისთვის, - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “მარგებელი ჰოლდინგის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ბერიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაისის შუა რიცხვებში იგეგმება პირველი მოსავლის მიღება და დამუშავების პროცესის დაწყება.
"ახლა ქარხანაში 25-მდე ადამიანი მუშაობს საველეზე კი 50-მდე. მარნეულის და ბოლნისის საკარანტინედ გამოცხადების შემდეგ, მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, ვიცავთ ყველა რეკომენდაციას, შესაბამისად, ყველა თანამშრომელი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. ქარხანაში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და ვიცავთ ყველა წესს", - აღნიშნა ბერიშვილმა.
ხოლო კითხვაზე, სასურსთო ქარხანა, სხვა პერიოდებშიც ამ რაოდენობის ადამიანს ასაქმებს, თუ ეს სიტუაციიდან გამომდინარე ხდება, ანა ბერიშვილი ამბობს, რომ როგორც წესი, სეზონის დასაწყისისთვის, ყოველთვის უფრო მეტი ადამიანი მუშაობს:
“სეზონის დასაწყისისთვის გაცილებით მეტი ადამიანი მუშაობს, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე შემცირებული გვაქვს ადამიანთა რაოდენობა და მაქსიმალურად მობილიზებული ვართ, იმისთვის რომ არ ჩაგვივარდეს მომავალი წლის სეზონი. მარნეულის სასურსათო ქარხანა უდიდესი ნედლეულის ჩამბარებელია, შესაბამისად, ქარხნის გაჩერება არ იქნება კარგი საქართვლოს ეკონომიკისთვის".
ამასთან, “მარნეული ჰოლდინგის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას მარაგების პრობლემა შეექმნება, მარნეულის სასურსათო ქარხანა მზადაა, საექსპორტო პროდუქცია საქართველოს ბაზარს დაუთმოს.
“მარნეულის სასურსათო ქარხანას 2019 წლის მარაგები უკვე გამზადებული აქვს. პროდუქცია წარმოებული და შეფუთულია, შესაბამისად, მომარაგებულია ჩვენი საწყობები, რაც ნიშნავს, რომ მარაგების მხრივ კომპანიას პრობლემა არ შეექმნება. ამასთან საექსპორტო ქვეყნებისთვისაც გვაქვს მარაგები და თუ ჩვენს ქვეყანას დასჭირდება, ანუ შეექმნება მარაგების პრობლემა, ამ შემთხვევაში საექსპორტოს ჩვენი ქვეყნისთვის გამოვიყენებთ", - განაცხადა ანა ბერიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის