ჩემი კომპანიის სახელით მინდა ვთქვა, რომ კონსენსუსამდე მივედით, – ამის შესახებ "სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატები და კომუნიკაციების სექტორის წარმომადგენლები კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უსმენენ.
"მე მინდა სილქნეტის სახელით ვთქვა, ძალიან დაძაბული მოლაპარაკებები იყო ეს რამდენიმე დღე. ბოლო საათებში ჩვენ პრინციპში მივედით კონსენსუსამდე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ წამოვიღეთ, რაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ბოლო მოლაპარაკება მე მიმყავდა და სიმართლე სიმართლეა. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო მოსასმენად ეს ყველაფერი. მაგრამ დღევანდელ დღეს და იმედია რომ ხვალ ამას დაწერილს ვიხილავთ, პრინციპში ჩემი კომპანიის სახელით მინდა ვთქვა, რომ კონსენსუსამდე მივედით. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ 100%-ით ბედნიერები ჩვენ არ ვართ. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც მე მგონია რომ ჩვენ შევჯერდით", – განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, დღევანდელი მოსმენა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც კომუნიკაციების კომისიას უფლებას აძლევს რამდენიმე დაჯარიმების შემდეგ დანიშნოს კომპანიაში სპეციალური მმართველი
კახა ბექაურის განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად, კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და ეს ჩანაწერი მეორე მოსმენით წარდგენილ დოკუმენტში აისახება. ამასთან, კახა ბექაურის განცხადებით კანონი მიღების შემთხვევაში არ იქნება უკუქცევითი ძალის მქონე და შესაბამისად ის არ გავრცელდება იმ დარღვევებზე, რომლებიც წარსულში (კანონპროექტის მიღებამდე) მოხდა.
10 ივლისს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ხმაურიანი განხილვა შედგა, რაც პარლამენტში დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტს ეხება.
მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.
კანონპროექტში სწორედ ეს მუხლი შეიცვალა და სპეც.მმართველს კომპანიის აქტივების გასხვისების უფლება აღარ აქვს, თუმცა კანონპროექტის არსებულ რედაქციაში კვლავ შენარჩუნებულია მუხლი, რომელიც კომპანიებში სპეც.მმართველის დანიშვნას გულისხმობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?