მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მინდა, სიხარულით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია“ - კალაძე

6141a25749a48
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.21 11:44
1467
„მინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების საკითხთან დაკავშირებით პროექტების შემსრულებელ კომპანიებთან მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დაუსრულებელ პროექტებს შორის ყველაზე რთული „ცენტრ პოინტის“ მშენებლობები იყო.

„ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს საკუთარ ფართს. ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები. ყველგან სამშენებლო, სარემონტო და სანებართვო პროცედურები მიმდინარეობს. თბილისი მერია იმის გარანტია, რომ ყველა ობიექტი მაღალი ხარისხით დათქმულ ვადებში ჩაბარდება.

მერიაში მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები დასრულებული ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები. კომისიამ 50-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა განიხილა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის, როგორიცაა „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „აქსისი“ და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტები.

ათასობით ოჯახს დაუბრუნდა იმედი და საკუთრება, თუმცა პირველი დღიდან ცხადი იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა თავისი მასშტაბით და სირთულით უპრეცედენტოა.

რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახი, რომელსაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და საცხოვრებელი ფართებით ამ ადამიანებსაც დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ და სპეციალური კომისიის წევრებს, პრემიერ-მინისტრსა და სახელწმიფო უწყებებს მადლობა გადაუხადა.