მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მინერალური სასუქები - 2022" - ბათუმში მინერალური სასუქების კონფერენცია გაიმართა

632b31649b860
გიორგი არონია
21.09.22 20:00
771
ქალაქ ბათუმში, ბრიტანული კომპანიის, Argus Media-ს ორგანიზებითა და Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, მინერალური სასუქების კონფერენცია - "მინერალური სასუქები-2022 - დსთ-ს ქვეყნების, კასპიისა და შავი ზღვის ბაზრები" გაიმართა.

15-16 სექტემბერს გამართულ კონფერენციაში როგორც მინერალური სასუქების აღნიშნული ბაზრების, ასევე დანარჩენი მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლები, სავაჭრო და ლოგისტიკური კომპანიები მონაწილეობდნენ.



კონფერენციის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილეს: 

1. ტენდენციები სასუქების საერთაშორისო ბაზარზე;

2. კარბამიდის ბაზარი - კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში;

3. ბალტიისა და შავი ზღვის პორტებში ახალი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და სასუქების სავაჭრო ნაკადების ცვლილებები; 

4. რეგიონში სახმელეთო გადაზიდვების ლოისტიკა: სატრანსპორტო-სარკინიგზო დერეფნების განვითარება და ავტოტრანსპორტის კონკურენცია;

5. სასუქების კონტეინერული და მულტიმოდალური გადაზიდვები - ახალი შესაძლებლობები მომწოდებელთათვის.

კონფერენციის მეორე დღეს, 16 სექტემბერს, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ Wondernet Express Investment Group-ის მინერალური სასუქების ტერმინალი და გასცნობოდნენ სამუშაო პროცესს.

ქართული მხრიდან კონფერენციზე სიტყვით Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი გამოვიდა, რომელმაც შეკრებილ აუდიტორიას საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალისა და ბათუმში ახლადგახსნილი მულტიმოდალური ტერმინალის შესახებ უამბო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Wondernet Express-ისა და Trammo-ს საინვესტიციო ჯგუფმა ხელი მოაწერეს ხელშერულებას ბათუმის საზღვაო პორტში მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ტერმინალის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ. ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ტერმინალი მშენებლობა 2021 წელს დასრულდა.

ტერმინალი, რომელიც ცენტრალურ აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს საქართველოს გავლით დასავლურ ბაზართან აკავშირებს, Trammo-სა და Wondernet Express Investment Group-ის პარტნიორობით, $25 მილიონის ინვესტიციით განხორციელდა. აღნიშნული ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და თანამედროვე ვაგონმცლელს, კონვეირების ლენტურ სისტემებს, გემის დამტვირთველს, ფილტრაციის უახლეს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სახანძრო სისტემებს მოიცავს. ობიექტზე  დასაქმებულია 150-მდე ადამიანი, რომელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მკვიდრია.

ცნობისთვის: "მინერალური სასუქები-2022 - დსთ-ს ქვეყნების, კასპიისა და შავი ზღვის ბაზრები" მნიშვნელოვანი საერთასორისო ღონისძიებაა რეგიონში, რომელიც აერთიანებს, როგორც ძირითადი მწარმოებლების ფართო წრეს, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო კომპანიებს, ლოგისტიკურ კომპანიებს, ინფრასტრუქტურების მფლობელებს, ექსპორტიორებსა და ფინანსურ ორგანიზციებს.