საქართველოს საბანკო ასოციაცია მხარს არ უჭერს სებ-ის მიერ 2022 წლის მარტში დაანონსებულ ინიციატივას, რაც უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ზრდას ითვალისწინებს. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ BMG-ის განუცხადა, რომ ამ საკითხზე არაერთი დისკუსია გაიმართა და ყველა ფორმატში მათ დააფიქსირეს, რომ ეს ცვლილება ბანკებისთვის მტკივნეული იქნება.
მაისში ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ ეს ცვლილება აუცილებელი იყო, რათა ბანკებში სავალუტო დაკრედიტების ტემპი შემცირებულიყო. საბანკო ასოციაციის შეფასებით, ეს ნაბიჯი აუცილებელი აღარაა, რადგანაც აშშ-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას სავალუტო კრედიტების გაცემის ტემპზე ისედაც ნეგატიური გავლენა აქვს და ანალოგიური არის მოსალოდნელი ევროკავშირშიც, რამაც ევროს სესხებიც უნდა გააძვიროს.
“ამასთან, დაკავშირებით გვქონდა დისკუსიები, რეკომენდაციები და თხოვნები და ძალიან კარგია რომ წინა კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილების დროს მინიმალური სარეზერვო ნორმა არ გაიზარდა, რადგან ყველაზე ცუდი მაჩვენებლები ერთგვარად აღნიშნული იყო იმ პერიოდში. დღეის მდგომარეობით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ იქნება ამის საჭიროება, რადგან ახლა ივნისის მაჩვენებლები იქნება, რომლებიც დაკრედიტები შემცირებისკენ მიმავალ დინამიკას აჩვენებენ ანუ 2021 წელს არსებული აქტივობა უცხოურ ვალუტაში გაცემებთან დაკავშირებით, დღეს შემცირებისკენ მიდის. შესაბამისად, ამის საჭიროება აღარ უნდა დადგეს დღის წესრიგში. თანაც ეს ავტომატურად ხდება, რადგანაც დოლარში ავტომატურად გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, ევროში ასევე ველოდებით, რომ იქნება ზრდა. შემდეგი საკითხია ის, რომ ეს გადაწყვეტილება აძვირებს მოზიდულ სახსრებს არამხოლოდ მომავალში, არამედ არსებულ მოზიდულ სახსრებზეც, რაც ძალიან მტკივნეული იქნება საბანკო სექტორისთვის, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ დღეს აქტივობა არ არის 2021 წლის მაჩვენებლებზე მაღალი,” - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ამჟამად, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მაქსიმალური სარეზერვო განაკვეთი 25%-ია. სებ-ის ინფორმაციით, ის შესაძლოა, 30%-40%-მდე გაიზარდოს. მაისში ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება სავალუტო კრედიტების გაცემის ტემპზე იქნებოდა დამოკიდებული.
“შარშან შეიცვალა სარეზერვო მოთხოვნების სქემა, აქამდე იყო 25% ყველა ბანკისთვის. მას შემდეგ შეიცვალა და ყველა ბანკისთვის და სარეზერვო მოთხოვნა დამოკიდებულია ბანკების დეპოზიტების დოლარიზაციის დონეზე დამოკიდებული. ვისაც დაბალი აქვს დოლარიზაცია, მისი სარეზერვო მოთხოვნაც შესაბამისად დაბალია. დიაპაზონი საიდანაც მოთხოვნა მოძრაობს, არის 10%-დან 25%-მდე. ამ 25%-იანი ზედა ზღვრის გარკვეული ზრდა შეიძლება მოხდეს. ეს შეიძლება იყოს 30-40%-მდე. ეს დამოკიდებულია იმაზე, სავალუტო სესხები რა ტემპით გააგრძელებს ზრდას და იმ ზომების შედეგად, რაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, რამდენად შენელდება სავალუტო სესხების ზრდა", - განაცხადა შალვა მხატრიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე