მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინიმუმ ამ წლის ბოლომდე გაზის ტარიფების გადახედვას არ ველოდებით – დავით ნარმანია

61e5800ac521e
დავით ჯალაღონია
17.01.22 19:41
831
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) წელს ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვას არ ელოდება. ამის შესახებ BMG–ს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, გაზის ტარიფის გადახედვისთვის საქართველოში ამ ეტაპზე, რაიმე წინაპირობები არ არსებობს.

"იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან ბუნებრივი გაზის ფიქსირებული ფასები ორმხრივი შეთანხმებით აქვს განსაზღვრული, ის პირდაპირ მიბმული არ არის მსოფლიო ბაზარზე და მით უმეტეს, ევროპულ ბაზარზე გაზის ფასების ზრდასთან, ამდენად ამ ეტაპისთვის ჩვენ, მინიმუმ ამ წლის ბოლომდე გაზის ტარიფების გადახედვას არ ველოდებით და არანაირი სოციალური, თუ ეკონომიკური ფაქტორი, რაც ამას განაპირობებდა, არ არსებობს", – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 ივნისიდან ბუნებრივი გაზი "თბილისი ენერჯის" მომხმარებლისთვის 8 თეთრით გაძვირდა. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა. რაც შეეხება რეგიონებს, აქ მანამდე მოქმედი ტარიფი შენარჩუნდა. კერძო სექტორისთვის კი ტარიფებს გაზის დისტრიბუტორი კომპანიები ადგენენ.