მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მინიმუმ ეკონომიკური ბლოკის უნდობლობის საკითხი დადგებოდა, მყისიერად“ - გიორგი ქადაგიძე

613892b11628b
თელარა გელანტია
08.09.21 14:37
886
2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, FDI-ის მოცულობამ უშუალოდ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6%-ით ნაკლებია.შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა სახელდება.

FDI-ს სტატისტიკას სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ეხმაურება.

„კოალიციური მთავრობა გვყავდეს და FDI-ს ასეთი კატასტროფული მაჩვენებელი გამოქვეყნდეს, რა მოხდებოდა?

რატომ კოალიციური მთავრობა?

ახლა რომ კოალიციური მთავრობა გვყავდეს და ასეთი კატასტროფული ინვესტიციების მაჩვენებელი გამოქვეყნდეს, რა მოხდებოდა?

დიახ, მინიმუმ ეკონომიკური ბლოკის და მაქსიმუმ მთავრობის უნდობლობის საკითხი დადგებოდა მყისიერად, იმიტომ რომ არც ერთი თავმოყვარე პარტია ასეთ მონაცემებზე პასუხისგებლობას არ აიღებდა.

ასეც უნდა ხდებოდეს, თუ განვითარება გვინდა“, - წერ გიორგი ქადაგიძე.