მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მუშავდება კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს მონადირეთა სერტიფიცირების სისტემის შექმნას" - სააგენტო

62fd425f2357a
BM.GE
17.08.22 23:30
623
ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს კრწანისის ტყეპარკში არსებული ეკოსისტემის აღდგენას, რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული საჯარო სივრცის მოწყობას.

ამასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“, კანონპროექტზე, რაც ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონადირეთა სერტიფიცირების სისტემის შექმნას.

"შეხვედრაზე ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფცია, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. პროგრამის ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკის შიდა გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა - 7,5 კმ საგზაო მონაკვეთს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა; დასრულდა 150 ჰა-ს შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები; მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ტყეპარკში სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარი დაიგო.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს“ ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“, რაც ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონადირეთა სერტიფიცირების სისტემის შექმნას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს.