მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, რომელიც ვაქცინაციას გეგმავს? - ბიძინა კულუმბეგოვი

605467b44c93d
ინგა მურუსიძე
19.03.21 13:00
4480
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, თუ რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, რომელიც Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას გეგმავს. მისი თქმით, ნებისმიერ მსურველს ვაქცინაციამდე ექიმები ავსებინებენ კითხვარს, რომელიც ეყრდნობა მსოფლიოში მიმდინარე საუკეთესო პრაქტიკას; ხოლო აცრიდან 30 წუთის განმავლობაში პაციენტი უნდა დარჩეს ოთახში, შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ.

„ძირითადი ქვაკუთხედი არის: პაციენტი იყო თუ არა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავად, აქვს თუ არა გადატანილი კოვიდი დადასტურებულად, ან აქვს თუ არა ანტისხეულები, ხომ არ ჰქონია ვაქცინებზე ალერგიული რეაქცია და რამდენი ხნის წინ დაფიქსირდა მსგავსი რამ? ხომ არ იღებს რაიმე ბიოლოგიურ პრეპარატს, ხომ არ არის ორსულად, ხომ არ იღებს კონტრაცეპტივებს, ხომ არ არის მეძუძური დედა, ეს ყველა ნიუანსი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება ალერგიას და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას, ბიძინა კულუმბეგოვი სამ მიმართულებაზე საუბრობს.

მისი განმარტებით, საქართველოში ალერგიულ ადამიანებთან მიმართებით არსებობს სამი დამოკიდებულება - ერთი მოცემულობა არის მწვანე, როცა ვაქცინაცია ნებართულია 30-წუთიანი დაკვირვებით, მეორე მდგომარეობა არის ყვითელი, სადაც სიფრთხილის ზომა არის მნიშვნელოვანი და შესაძლოა ექიმმა ალერგოლოგთან გაგზავნოს პაციენტი და მესამე, წითელი, როცა აცრა კატეგორიულად აკრძალულია.

"მწვანე შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს, მაგალითად, ბრონქული ასთმის მოვლენები, მედიკამენტური ალერგია, კვებითი ალერგია, მწერზე ალერგია, მაგრამ არა - რთული, ასეთ შემთხვევაში აცრის გაკეთება შეიძლება, უბრალოდ 30 წუთი პაციენტი უნდა დაყოვნდეს.

ყვითელ შემთხვევაში, თუ პაციენტს ალერგიის შედეგად როდისმე განუვითარდა ანაფილაქსიური რეაქცია, საჭიროა, ალერგოლოგმა ჩაუტაროს კონსულტაცია და ეს უნდა დაზუსტდეს.

წითელ შემთხვევაში, ვერ ვცრით ადამიანს, თუ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ დოზაზე აღმოაჩნდა რეაქცია, თუმცა სიტუაცია დასრულდა კეთილსაიმედოდ, ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში ვაქცინაცია არ შეიძლება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.