მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო, ჯარიმებმა $150 000 შეადგინა

5f848a67ca352
ნათია თაქთაქიშვილი
12.10.20 22:42
1196
ნიუ-იორკის მთავრობის მიერ გამოწერილმა ჯარიმებმა Covid-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო გასული პარასკევიდან დღემდე 150,000 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ მასობრივი თავშეყრის დროს რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორები 15 000 აშშ დოლარით დაჯარმიდებიან, ხოლო მოქალაქეები პირბადის გამოუყენებლობის ან სოციალური დისტანცირების წესების დარღვევის შემთხვევაში 1 000 აშშ დოლარით.

ჯარიმების ზრდა გამოიწვია ნიუ-იორკის ზოგიერთ უბანში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ, კერძოდ ბრუკლინისა და ქუინსის უბნებში.

ქალაქის ადგილობრივი მთავრობა სამსაფეხურიან მიდგომაზე საუბრობს, რომელიც მოიცავს ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიზნესების და სკოლების დახურვას.