მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიების მიერ დაფინანსების მოძიების მაჩვენებელი შემცირდა - ბიზნეს კლიმატის ინდექსი

60c9e62413d7a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 22:00
565
BAG-ის მიერ ბიზნეს კლიმატის ინდექსის მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით, კერძო სექტორის მოთამაშეების მიერ ფინანსების მოძიების მაჩვენებელი შემცირებულია.

ამასთან, გამოკითხვაში ჩართული იმ კომპანიების 38%, ვინც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადა აღნიშნავენ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს. დანარჩენი 62% თვლის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემა არ არის.

„2021 წლის II კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 47%-მა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადეს. ეს წინა პერიოდებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ 2020 წლის III კვარტალში ფიქსირდებოდა, ხოლო 2020 წლის IV კვარტლიდან, აღნიშნული მაჩვენებელი კლებადი ტენდენციით ხასიათდება.

რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსების წყაროებს, 2021 წლის II კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიათა უმეტესობის განცხადებით, ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან. ხოლო იმ კომპანიათა წილი, რომლებიც მხოლოდ უცხოური წყაროებით ფინანსდებიან, კვლავ მცირედია“, - აღნიშნულია BAG-ის ინდექსში.

ბიზნესის დაფინანსების წყაროებიდან 6% უცხოურზე, 69% - ადგილობრივზე, ხოლო 25% - ორივე წყაროზე მოდის.