მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერი: არის რაიონები, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოქალაქეები 40-45 წუთი ელიან

5f92b22c32db4
ინგა მურუსიძე
23.10.20 14:35
904
"თბილისში არის რაიონები, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოქალაქეები 40-45 წუთი ელიან", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„არის რაიონები და უბნები, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდი ხნის ლოდინი უწევთ ადამიანებს - ნახევარი საათი, 40 წუთი, 45 წუთი, რაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ რეფორმის ფარგლებში ეს საკითხი მთლიანად მოწესრიგდება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ავტობუსების პარკის ჩანაცვლების თემა დაწყებულია და მომავალი წლის პირველ კვარტალში ქალაქში არც ერთი "ყვითელი", პრობლემური ავტობუსი აღარ ივლის.

შეგახსენებთ, მერიამ დღეს ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების შესახებ პრეზენტაცია გამართა. 

6 ცვლილება, რომელიც დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხება