მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მინისტრების ამბიციური გეგმები 3-4 თვის შემდეგ სასაცილო ხდება” - ვატო ასათაშვილი

61e7bfdaf2b27
ანუკა ჯოხაძე
19.01.22 12:33
891
კომპანია „გუდაური ჰელისკის“ დამფუძნებლის ვატო ასათაშვილის აზრით, არსებული ტემპისა და მენჯემენტის პირობებში ტურიზმის ინდუსტრია 2019 წლის ნიშნულს 2024-2025 წლამდე ვერ დაუბრუნდება.

ასე ეხმაურება ვატო ასათაშვილი bm.ge-სთან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას იმ განცხადებას, რომლის თანახმად, მთავრობის ამოცანაა, 2022 წელს თუ არა, 2023 წლისთვის ტურიზმი სრულად აღდგეს.

„ყოველთვის, როცა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგნელები ამბიციურ გეგმებზე საუბრობენ, სამწუხაროდ, 3-4 თვის შემდეგ ვხედავთ, რომ ეს გეგმა ამბიციური კი არა სასაცილო ხდება. კარგად მახსოვს, 2020 წლის გაზაფხულის ამბიციური გეგმები, 2021 წლის გეგმები, რომ ქვეყანაში ტურიზმი 50%-ით უნდა აღდგენილიყო. სამაგიეროდ კი რა მივიღეთ?! ფაქტია, ტურიზმი აღდგა მხოლოდ 20%-ით. პერსპექტივა როდიდან მივუახლოვდებით 2019 წლის ნიშნულს, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. კვლავ არ ვიცით, 2023 წელს რა ტემპით განვითარდება ტურიზმი. ვფიქრობ, მინისტრების ამბიციური გეგმები 3-4 თვის შემდეგ სასაცილო ხდება”, - აცხადებს “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1,881,271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1,577,463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31%-ი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.

2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51%-ი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48%-ია შეადგინა.