21.თებერვალი .2020 20:41

“მინისტრების ვალდებულებაა, ვითარების გაუმჯობესებისთვის იმუშაონ” - უკრაინის ელჩი კონგრესმენების წერილებზე

views 306
უკან

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოგზავნილი წერილების საკითხს გამოეხმაურა. BM.GE-ის კითხვაზე თუ რა ეფექტი ექნება ამ წერილებს ქვეყნის ბიზნეს გარემოზე და როგორ იმოქმედებს ის ინვესტორების განწყობაზე, ელჩი გვპასუხობს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი ინდიკატორი აქვს, რომელიც ქვეყანას ბიზნესის კეთების რეიტინგში მოწინავე ადგილზე ამყოფებს.

მისი განმარტებით, ამ წერილებზე რეაგირება უკვე სახელწმიფოს ვალდებულებაა, რათა ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული პრობლემები აღმოიფხვრას.

“არის ძალიან ბევრი ინდიკატორი, რომელიც საქართველოს არაერთ რეიტინგში და მათ შორის ბიზნესის კეთების რეიტინგში საკმაოდ მოწინავე ადგილზე აყენებს. რაც შეეხება წერილებს და გზავნილებს შეშფოთების შესახებ, რომელიც ქვეყანაში მოდის, მათ შესახებ რეაგირება არის სახელმწიფოს - მინისტრების ვალდებულება, რათა ვითარების გაუმჯობესებისთვის იმუშავონ. სამწუხაროდ, მხოლოდ წარმატების ისტორიები არაა. ბიზნესი ყოველთვის ცდილობს მოძებნოს ყველაზე ეფექტური გზა. ზოგჯერ ეს გზა რისკიანია. ამიტომ მათ უნდა შეძლონ რისკების სწორად შეფასება და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები. თუ გადაწყვეტილება მიღებულია, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ინვესტორისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში ინვესტიციას ახორციელებს.”- ამბობს უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა