მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი - ბიზნესების უკან ვხედავთ ათასობით უმუშევარ ადამიანს, მაგრამ მათი ჯანმრთელობის დაცვაა მნიშვნელოვანი

6012b8a2c8c50
ინგა მურუსიძე
28.01.21 17:12
545
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვაზე წინ ბიზნესის ინტერესებს ვერ დააყენებს.

Bm.ge-მ ტიკარაძეს ჰკითხა, ხედავს თუ არა ამ ბიზნესების უკან ათასობით ადამიანს, რომლებიც უმუშევრად არიან დარჩენილები, რაზეც მინისტრი პასუხობს, რომ ხედავს, თუმცა, მისი თქმით, სწორედ იმ ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა არის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება შეკითხვას: "შეიძლება თუ არა ჯანმრთელი იყოს მშიერი ადამიანი?" - ტიკარაძე პასუხობს: “ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და პირველ რიგში ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ, როცა დგას პრიორიტეტად ჯანმრთელობა და ეკონომიკა, დამერწმუნეთ, რომ არ შეიძლება ნოემბრის და დეკემბრის თვეების დავიწყება. უნდა გვახსოვდეს,
როგორი მძიმე იყო ეპიდემიოლოგიური ვითარება და როგორ მძიმედ აისახა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“.

მინისტრს პასუხის გაცემა მოუწია ასევე კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომ მიუხედავად აკრძალვებისა, ქვეყანაში მასშტაბური ქორწილები მაინც იმართება. ტიკარაძე ამბობს, რომ შრომის ინსპექცია ამ საკითხს კარგად უმკლავდება, თუმცა მთავრობის კონტროლთან ერთად საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ამბავი არც ერთი პრივილეგირებული ადამიანისთვის არ არის ხსნილი. შრომის ინსპექცია საკმაოდ მკაცრი ღონისძიებებით უმკლავდება ამ ღონისძიებებს“, - ამბობს ის.