მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი - "საქნახშირს" მოძიებული ჰყავს ინვესტორი და ეს არის ქართული ჯგუფი

5d8cbb853bceb
თათია ჩაფიჩაძე
26.09.19 17:18
960
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, გადაეცემა თუ არა ტყიბულის ქვანახშირის მაღარო ახალ ინვესტორს, კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მოლაპარაკებები ქართულ ჯგუფთან უკვე დაწყებულია, თუმცა დამატებითი დეტალები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

თურნავა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ორი მთავარი საკითხის მოგვარების მიზნით მართავს, საუბარია ხელფასების დროულ დაფარვასა და მოდერნიზაციის გეგმის წარდგენაზე.

„ჩვენ პირველ რიგში ამაზე ვეკონტაქტებით არსებულ მფლობელებს, ამ კომპანიას აქვს დიდი ისტორია, 2006 წლიდან ფლობენ შახტებს, გარკვეული მოდერნიზაციაც გააკეთეს, მაგრამ როგორც ჩანს შეექმნათ პრობლემები.

პირველ რიგში, ისინი არიან და იყვნენ პასუხისმგებლები რომ გასტუმრებულიყო ყველა ვალდებულება, ყველაფერი გაეკეთებინათ რომ მოპოვება, ტექნოლოგია უსაფრთხო ყოფილიყო და ხელფასი როგორც დადგენილია, თვე-თვეში ჩარიცხულიყო. მაგრამ კომპანიას შეექმნა პრობლემები, ჩვენ ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ, რაც მთავარია, თავად კომპანია უკვე როგორც ვიცით რამდენიმე თვეა აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ჯგუფთან.

ჩვენი ინფორმაციით და ჩვენ მუდმივ კოუმიკაციაში ვართ მათთან, მათ მოძიებული ჰყავთ ინვესტორი. ჩემი ინფორმაციით ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა ტიპის მადნის ტრეიდიგში, ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები.

ჩემთვის არის მთავარი რა, რომ მოვისმინო დამაჯერებელი პასუხები კითხვებზე როდის იქნება ხელფასები თემა გასტუმრებული და სამომავლოდ უსაფრთხო შრომის პირობებში როდის აღდგება მოპოვება, როდის დაიწყებს ნორმალურად ფუნქციონირებას ეს საწარმო.

ხელფასის თემა უსწრაფესად უნდა გადაწყდეს, რაც შეეხება მოპოვების დაწყებას, თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან მკაცრი მოთხოვნა გვაქვს უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. ეს პირველ რიგში მიიღწევა შრომის სწორი პირობებით, მკაცრი დისციპლინით, სწორი მართვით და მოდერნიზაციით. მე მინდა რომ ეს მოვისმინო კომპანიისგან, გამოვალ და მერე მოგახსენებთ ყველაფერს.“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

გუშინ ტყიბულში 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებს.