მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი - თანამდებობას ვტოვებ პირადი მიზეზით, იმედია, ამას სპეკულაციები არ მოჰყვება

5dc3c98d0bafc
სალომე მეცხვარიშვილი
07.11.19 11:34
1000
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მან თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება “პირადი მიზეზის” გამო მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“დიდ იმედს გამოვთქვამ ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები”,- აღნიშნა ბატიაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები ჰქონდა პრემიერმინისტრთან.

“ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას, როგორც ზოგადად განათლების სისტემის მიმართ, ასევე ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმების ფარგლებში მიმდინარე პროცესებში”,- განაცხადა ბატიაშვილმა.

მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს გახდა ცნობილი მთავრობის სხდომაზე. ინფორმაცია თავად პრემიერმა გააჟღერა.