10.დეკემბერი .2019 21:13

მინისტრი: 2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება

views 326
უკან

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას.

მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 285,0 მლნ ლარი მოხმარდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 5,0 მლნ ლარით გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები, 5,0 მლნ ლარით სპორტული ინფრასტრუქტურის ხარჯი, 10,2 მლნ ლარით განათლების სფეროში სხვადასხვა დონორის საინვესტიციო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული პროექტები, 5,0 მლნ ლარით გაიზარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსება.