2021 წლის ბიუჯეტი ადეკვატურია იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი სრულად პასუხობს იმ სოციალურ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც COVID-19-მა დღის წესრიგში დააყენა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დახმარებებზე, რომლებიც განხორციელდა ეპიდემიის როგორც პირველი, ისე მეორე ტალღის პირობებში.
„შეგახსენებთ, ეს იყო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში, ასევე 6 თვის განმავლობაში გადასახადებზე შეღავათი, დენის სუბსიდირება ოჯახებისთვის, ბიზნესის მხარდაჭერა. მეორე ტალღა უფრო მძიმე აღმოჩნდა. კიდევ უფრო დაარტყა ჩვენს კომპანიებს, ეკონომიკას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ეს პროგრამა გაგრძელდეს 2021 წელს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების, პირველ რიგში, სავალუტო ფონდის, ასევე, სხვადასხვა კვლევის შეფასებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებები ეფექტიანი და ადეკვატური იყო.
„ამდენად, ჩვენ ყველა საფუძველი გვქონდა იმისთვის, რომ ეს პროგრამები გაგვეგრძელებინა და მიგვაჩნია, რომ საუკეთესო არხები მოვძებნეთ ამ სოციალური სირთულეების შესუსტებისა და შერბილებისთვის,“ - განაცხადა მან.
ფინანსთა მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბიუჯეტი დაიგეგმა ისე, რომ შენარჩუნდა მაღალი კაპიტალური დანახარჯები 8%-ის მიდამოში, რაც მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.
„ჩვენ შეძლებისდაგვარად შევარბილეთ ყველა სოციალური პრობლემა. არ ვამბობთ, რომ სრულად მოვაგვარეთ, მაგრამ შევამსუბუქეთ, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ამავდროულად, შევუნარჩუნეთ განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის კომპონენტი. რის ხარჯზე? სამწუხაროდ, გაზრდილი დეფიციტის, გაზრდილი ვალის ხარჯზე. სწორედ ამიტომ, გამოწვევა 2021 წლის ბიუჯეტი კი არ არის, სინამდვილეში, ყველაზე დიდი გამოწვევაა, რას ვაკეთებთ 2022, 2023 და 2024 წლებში, იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვნად გაუარესდა, შემოვაბრუნოთ და გავაუმჯობესოთ,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს ბიუჯტის განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობის გამო.
„ვფიქრობ, დღეს, საქართველოს პარლამენტმა აჩვენა მაღალი ხარისხის კვალიფიკაცია მაკროეკონომიკური, ფისკალური საკითხების მიმართ. კითხვები არ იყო პოპულისტური და იყო უფრო მწვავე, ვიდრე ნებისმიერი ოპოზიციონერი დასვამდა. ოპოზიცის კითხვები, როგორც წესი, პოპულისტური და საფუძველმოკლებულია. ფინანსთა მინისტრისთვის კი ყველაზე მწვავე კითხვაა, თუ რას ვუპირებთ ვალს, დეფიციტს, გაურესებეულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და ამაზე იყო შესაბამისი პასუხები. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური ნაბიჯები, გვჭირდება ფისკალური კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც ნიშნავს შემოსავლების მაქსიმალურ მობილიზაციას და ხარჯების შეძლებისდაგვარად შემცირებას, მაგრამ აქ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ხარჯების ხარისხობრივი, თვისობრივი გაუმჯობესება. ჩვენ არ გავქვს ფუფუნება ვიყოთ დაბალეფექტურები. გვჭირდება ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზება და სწორედ ამ კონტექსტში იყო საუბარი საგადასახადო რეფორმაზე, მათ შორის, შეღავათებზე, საგადასახადო შეთანხმებებზე, სახელმწიფო საწარმოებზე, ამ კონტექსტში იყო ნახსენები ტექნოლოგიური სიახლეები და ინოვაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენს ფისკალურ მდგრადობას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიამა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?