მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი 2021 წლის მარტამდე გეგმიური ოპერაციების დაფინანსების შეჩერების მიზეზს ასახელებს

5fbbc50e83933
ინგა მურუსიძე
23.11.20 18:18
1686
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გეგმიური ოპერაციების შეწყვეტის მიზეზად პაციენტთა უსაფრთხოებას ასახელებს.

ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის იმ დადგენილების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, 2021 წლის მარტამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა. მიზეზად ეპიდსიტუაციაა დასახელებული.

მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი კრიტიკა იყო ამ საკითხზე და მათ შორის ისიც ითქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი აღარ აქვს. ტიკარაძე ირწმუნება, რომ ეს ასე არ არის.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა პაციენტმა, რომელიც არ იყო კოვიდ ინფიცირებული, მიმართა კლინიკას, ჩაიტარა კონკრეტული ოპერაცია და ოპერაციის დასრულების შემდეგ მას დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. სწორედ კოვიდ ინფექციის გავრცელებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, მნიშვნელოვანია შევზღუდოთ გეგმიურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან ფრთულია. ვადა გავახანგრძლივეთ 1 მარტამდე, ვინაიდან გეგმიური ოპერაციები არ ხასიათდება მაღალი რისკებით და არ არის სასწრაფო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საყოველთაო ჯანდაცვის 802-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, მთავრობამ 95 მლნ ლარი დაამატა