მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: 2030 წლისთვის ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულებული იქნება

628e537de6961
BM.GE
25.05.22 20:21
1892
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პრემიერის ინიციატივით შემუშავებულ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაში, ყველა მიმართულების განვითარებას 32 მილიარდი ლარი მოხმარდება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, ამავე სტრატეგიით გაწერილი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინდიკატორების მიხედვით, 2030 წლისთვის დასრულებული იქნება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა; წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა 4 - 4.5 საათი იქნება. ასევე, 2025 წლისთვის ყველა ქალაქში იქნება 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. 2030 წლისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება წვდომა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე. სტრატეგიის თანახმად, გაძლიერდება მუნიციპალიტეტები და გაიზრდება მათი შესაძლებლობები და 2025 წლის ბოლოსთვის თვითმმართველობების შემოსულობები მშპ-ის არანაკლებ 7% იქნება.