მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: ანაკლიის კონსორციუმს $10 მლნ ეპატია, თუმცა პირგასამტეხლო კიდევ აქვს დარიცხული

5e16d3c66482f
ინგა მურუსიძე
09.01.20 11:17
1243
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სახელმწიფოსგან უკვე ეპატია 10 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, თუმცა დამატებითი თანხა კიდევ აქვს დარიცხული. 

ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას განაცხადა.

"პირგასამტეხლოს რაც შეეხება, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მხრიდან უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა შეღავათიც უკვე გაწეულია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს დარიცხული აქვს დამატებითი პირგასამტეხლო, მისი ანაზღაურების საკითხი და შემდგომი იურიდიული პროცედურები იქნება დაწყებული. ეს იმას გულისხმობს, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოსგან გადაცემული მიწების დაბრუნება, ასევე დოკუმენტაციის დაბრუნება და ა.შ. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და მივყვებით ამ პროცედურებს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება დავას, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს კონსორციუმის უფლებაა, სახელმწიფო არ ისურვებდა რაიმე სახის დავას და დავას საფუძველი არ აქვს, თუმცა თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სახელმწიფო ჩაერთვება დავაში, როგორც მხარე.

"რაც შეეხება პორტის მშენებლობის საკითხს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს სჭირდება. ეს პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს და არა – რომელიმე კერძო ინვესტორს. სახელმწიფო იყო ამ პროექტის განხორციელების ინიციატორი. ეს პორტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რაც დასჭირტდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.