ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა. კითხვების დიდი ნაწილი სახლებსა და covid-სასტუმროებში მყოფი პაციენტების მკურნალობის პროტოკოლებს შეეხებოდა. საქმე იმაშია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი განსაკუთრებით მზარდია, ჯანდაცვის სისტემის მიმართ კრიტიკა გახშირდა.
"დღეისთვის, ბინაზე 3 000-ზე მეტი პაციენტი საკმაოდ წარმატებულად მკურნალობს", - ირწმუნება ჯანდაცვის მინისტრი და აცხადებს, რომ მართვის სტილიდან გამომდინარე, არ დაუშვებენ ვირუსის იმგვარად გავრცელებას, რომ მედპერსონალის რესურსის გათვალისწინებით, პაციენტები დაიღუპონ.
"აქტიურად ვითვისებთ სასტუმრო სივრცეებს იმ ადამიანებისთვის, სადაც ვხედავთ გარკვეულ რისკებს მათი ბინაზე დარჩენის შემთხვევაში; ამ სასტუმროებში მობილიზებულები არიან ექიმების და ექთნების ბრიგადები და ამ კუთხით სასტუმროებს კიდევ უფრო მეტად ვაძლიერებთ, ამიტომ ის, რომ საავადმყოფოებში ვერ შევძლოთ კრიტიკული პაციენტების მიღება, ამის მონაცემები დღეს არ გვაქვს", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
მისივე ინფორმაციით, ახალ პროტოკოლებზე მუშაობა მიმდინარეობს.
კითხვა: როდიდან შეძლებენ სახლში მყოფი პაციენტები ახალი პროტოკოლით მკურნალობას?
ეკატერინე ტიკარაძე: პროტოკოლი განახლების პროცესშია, ოთხშაბათისთვის (21 ოქტომბერი) იქნება მზად, მაგრამ ეს პროტოკოლი ხელმისაწვდომი იქნება არა ბინაზე მყოფი პაციენტისთვის, არამედ - ექიმებისთვის; აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერიდებით საჯაროდ ამ პროტოკოლების გამოყენებას, ვინაიდან ძალიან ხშირია თვითმკურნალობა, რაც ხშირ შემთხვევაში დამღუპველია.
კითხვა: 3 000 პაციენტი, ვინც სახლებში რჩება, ძველი პროტოკოლით მკურნალობს?
ეკატერინე ტიკარაძე: ექიმებს კლინიკურ ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ დასვან კითხვები ხელმძღვანელ პირებთან - შესაძლოა თუ არა გააკეთონ პროტოკოლიდან გადახვევა სხვადასხვა კონკრეტულ პაციენტთან მიმართებაში. ისინი აზუსტებენ ამას და აგრძელებენ შესაბამის მკურნალობას. ზოგადად, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების ეფექტურობაზე საუბარი მსოფლიოს მხრიდან სხვადასხვაგვარად შეფასდა. ვერიდები წინასწარ შეფასებებს. დღეს პრაქტიკაში ის პროტოკოლია, რომელსაც ჩვენი კლინიკური ჯგუფი იყენებდა; ის ყველაზე ეფექტურია და დავეყრდნობი მათ რეკომენდაციებს, რომ უკეთესად მართონ პაციენტები.
კითხვა: თქვენ ადრე ახსენეთ, რომ კვალიფიციური ექიმების რესურსი საკმარისი არაა. ასეა?
ეკატერინე ტიკარაძე: მსგავსი რამ არ მითქვამს, უბრალოდ, სამედიცინო სპეციალობის დაუფლებისთვის სრული 12 წელია საჭირო, აქედან გამომდინარე, გვყავს ექიმების გარკვეული რაოდენობა საქართველოში და არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ამ რაოდენობის გაორმაგებას და გასამმაგებას მარტივი ტრენინგებით შევძლებთ. ჩვენი მართვის სტილით არ დავუშვებთ იმას, რომ მოხდეს ვირუსის იმგვარი გავრცელება, როცა ადამიანური რესურსის დეფიციტიდან გამომდინარე, დაგვეღუპებიან პაციენტები, ამიტომ საიმედო გამოსავლების პროგნოზს ვიტოვებ.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?