მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი აუთვისებელ ვაქცინებზე - "ეს ნაჩუქარი ვაქცინებია, ფინანსურად არ გვიზარალია“

62397931b7951
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.22 11:33
1568
რაც შეეხება ძველ ნაშთებს, ეს ძველი ნაშთები ნაჩუქარია და ფინანსურად არაფერი გვიზარალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაუხარჯავი ვაქცინის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კოვიდის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინები ქვეყანაში მიმდინარე კვირაში გვექნება.

„რაც შეეხება ძველ ნაშთებს, ეს ძველი ნაშთები ნაჩუქარია და ფინანსურად არაფერი გვიზარალია. სამწუხაროდ, სრულად ვერ ავითვისეთ და რამდენიმე ათასი ვაქცინა დაგვრჩა, ზუსტად ვერ დაგისახელებთ რამდენი“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - გაფუჭდა თუ არა უკვე ვაქცინები, ზურაბ აზარაშვილმა უთხრა „უკვე არ გაფუჭებულა თვის ბოლომდე აქვს ვადა და ყოველდღიური აცრები მიმდინარეობს“.