მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი covid-ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივას მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვებით ხსნის

60d4720c20e35
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.21 16:00
543
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისთვის კოვიდ-ჯარიმების ამნისტიის საკითხს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება, თუმცა ეს მოსახლეობის კეთილგანწყობისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი არა - საჯარიმო სანქციები, არამედ მოქალაქეების პასუხისმგებლიანობის ამაღლებაა.

"ეს გადაწყვეტილება გუნდურად მივიღეთ, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ეფექტიანობა საკოორდინაციო საბჭოზე იყო განხილული და საბჭომ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც კერძო სექტორისთვის, გარკვეულ შეღავათებთან ერთად, საჯარიმო სანქციების ამნისტია მომხდარიყო.

არჩევნებამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა. ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს უბრალოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი შეღავათების და კეთილგანწყობისთვის გაკეთებული გადაწყვეტილებაა, რომელიც მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად მოტივირებულია მთავრობა, რომ ამოქალაქო პასუხისმგებლობა ავწიოთ და ერთად ვითანამშრომლოთ კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა - საჯარიმო და დასჯითი სანქციები, არამედ ეფექტიანი მართვაა“, - განაცხადა მინისტრმა.

მოქალაქეებს covid-რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერებათ - პრემიერი