მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი დეპუტატებს ურჩევს, რუსეთის მოქალაქეებისგან რისკებს თუ ხედავენ, კანონი დაწერონ

6233414be6424
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.22 18:19
1246
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგა, სადაც მას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სალომე სამადაშვილმა და შალვა შავგულიძემ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის და მათ მიერ კომპანიების დაფუძნების შესახებ ჰკითხეს. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თუკი დეპუტატები ამ მიმართულებით რისკებს ხედავენ, კანონპროექტი დაწერონ.

“რომ ვთქვა დაწესდეს კანონი - ეშველება ამას? არა... თქვენ ხართ პარლამენტში და თქვენ უნდა დააყენოთ საკითხი.

ამბობთ, კომპანიები ფუძნდება... კომპანიების პრეროგატივა პირდაპირ ჩემი ალბათ არაა, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება რასაც თქვენ ხაზს უსვამთ, რომ რაღაც რისკი დადგეს, რომ საერთაშორისო დონეზე ეს პრობლემა შეიქმნას. შეიძლება მომავალში... თუ აქედან ვიმსჯელებთ, რომ შეიქმნას ეს პრობლემები სანქციებიდან გამომდინარე. მაგას გულისხმობთ ალბათ თქვენ.

2008 წლის შემდეგ ბატონო შალვა [მიმართავს შალვა შავგულიძეს], თქვენმა მეგობრებმა გააკეთეს უვიზო. აბა, მამაჩემს არ გაუკეთებია უვიზო რეჟიმი და უკაცრავად და ბიძაჩემს,” - აცხადებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

<სტილი დაცულია>