მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმაზე სწრაფი ტემპით დაიწყო, ვიდრე მოლოდინი იყო

608a802803fe4
BM.GE
29.04.21 13:44
1872
„ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა,ლაშა ხუციშვილმა მარტში ეკონომიკური ზრდის შეფასებისას. ლაშა ხუციშვილის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს. 

„რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი,“- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0% შეადგინა, ხოლო I კვარტალის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარში 11.5%-იანი ვარდნა იყო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პირველი წერტილოვანი შეზღუდვები და ეკონომიკის ჩაკეტვის პროცესი სწორედ მარტში დაიწყო და ეკონომიკის შემცირების პირველი შემთხვევაც მარტში დაფიქსირდა(-2.7% - მშპ).