„შეიძლება კომერციულად მისაღები ინიციატივები გვქონდეს, მაგრამ ეს არ იყოს თავსებადი ჯანდაცვის რეკომენდაციებთან. ჩვენი უპირველესი ამოცანა კი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გურიასა და ხაშურში ფუნქციონირება დაიწყო მობილურმა ბაზრებმა.
"მოვუწოდებდი ყველა ახალი ინიციატივის ავტორს, რომ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მედიკოსებთან, გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის უწყების მოთხოვნები. ჩვენ შეიძლება კომერციულად მისაღები ინიციატივები გვქონდეს, მაგრამ ეს არ იყოს თავსებადი ჯანდაცვის რეკომენდაციებთან. ჩვენი უპირველესი ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ რეკომენდაციებთან თანხვედრაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ამიტომ, ძალიან კარგია, როცა ჩვენ მედიაციას ვახდენთ სავაჭრო ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს შორის, ეს იქნება ფერმერები, მწარმოებლები, საბითუმო შემსყიდველი თუ მომხმარებელი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს მოხდეს ღია სივრცეებში, მოხდეს ისე, რომ მინიმალური იყოს კონტაქტი, იყოს სოციალური დისტანცირება, იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური წესები დაცული. პირბადეები უნდა იყოს გამოყენებული და ეს არის სავალდებულო პირობა, მათ შორის, ასეთი ტიპის სავაჭრო სივრცეების ფუნქციონირებისას, ეს არის უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზებული პლატფორმები ითვალისწინებდეს მედიკოსების რეკომენდაციებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის