24.მარტი .2020 13:50

მინისტრი: ინფიცირებული 67 მოქალაქიდან 2 ავსტრიელი იყო - ისინი სპეცრეისით სამშობლოში დაბრუნდნენ

views 346
უკან

ავტრიის ორი მოქალაქე სამშობლოს დაუბრუნდა, ამიტომ საქართველოში ინფიცირებული გვყავს 65 მოქალაქე, მათგან 9 გამოჯანმრთელებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სტაციონარებში გვყავს 56 ინფიცირებული პაციენტი, რომლებზეც წარმატებით ზრუნავენ ჩვენი ექიმები.

„დღეის მდგომარეობით, ლუგარის ლაბორატორიას დადასტურებული აქვს 67 შემთხვევა, უბრალოდ გამოვლენილი შემთხვევებიდან ჩვენ გვყავდა ორი მოქალაქე ავსტრიდან. გუშინ ღამით ავსტრიის მხრიდან დაინიშნა სპეციალური რეისი და თავიანთი მოქალაქეები გადაიყვანეს ავსტრიაში. გამომდინარე აქედან, საქართველოს მოქალაქე დაფიქსირებულია 65 და მათგან 9 არის ჯანმრთელი. ამ ეტაპზე, სტაციონარებში გვყავს 56 ინფიცირებული პაციენტი, რომლებზეც წარმატებით ზრუნავენ ჩვენი ექიმები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა