მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: ისტორიულად მცირე ეკონომიკა გვაქვს და ესაა ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა

5da1890882398
თელარა გელანტია
12.10.19 12:02
889
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-იმ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB მინუსიდან" BB-მდე გააუმჯობესა. განახლებული რეიტინგის პროგნოზი "სტაბილურია."

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ბრიფინგი გამართა და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაზე დაყრდნობითაც სააგენტომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი გაზარდა.

„სულ ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგამდე, რომლის მონიჭების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება და თვისობრივად ახალ სიმაღლეზე ავა, თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რომ ეს ორი ბიჯი მოვიპოვოთ.

„პირველ რიგში, Standard & Poor's-ი აღნიშნავს, რომ მიესალმება იმ რეფორმებს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ. აქაა ნახსენები რამდენიმე რეფორმა. მათ შორისაა განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, ასევე მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა, კერძოდ დღგ-ის დაბრუნების თემა. მეორე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც გააუმჯობესა რეიტინგი, ესაა ის, რომ საქართველო განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ამჟღავნებს ისეთ მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ, როგორი ხარისხისაც აქამდე არ ყოფილა“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკის სუსტ მხარეებს, ვანო მაჭავარიანის თქმით, სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ რჩება ჩვენი ეკონომიკის სიმცირე.

„ეს პირველ რიგში, იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენ ზოგადად ისტორიულად მცირე ეკონომიკა გვაქვს და ესაა ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, ამიტომ მდგრადი ეკონომიკური ზრდა და რეფორმები ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს მთავარი სისუსტის აღმოფხვრამდე, რასაც ჩვენი ეკონომიკის სიმცირე ჰქვია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.