მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: კატეგორიულად გამოვრიცხავ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის დროს

5e8c818589a87
თათია ჩაფიჩაძე
07.04.20 17:33
940
„საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს საგაგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და მე ხაზგასმით ვამბობ, რომ პური არ უნდა გაძვირდეს“, - ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, დღეს ამ თემაზე ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ხორბლის ფასის მცირედ მერყეობას სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

„პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს, ამას ხაზგასმით ვამბობ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს საგაგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და მე ძალიან მკაცრად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს იმიტომ, რომ ამას ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა, ეს არის დროებითი მოვლენა და სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც რამდენიმე პროდუქტზე განვახორციელეთ, ეს ფასი აქვს დაზღვეული. ჩვენ ვთავაზობთ იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს რეჟიმს, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისათვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით. დღეს შევხვდით ასოციაციას იმისთვის, რომ ფასი არ გაძვირდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობისას, რათა მოსახლეობას დამატებითი პრობლემა რომ შეექმნას. ამდენად, კატეგორიულად გამოვრიცხავ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის დროს”, - განაცხადა დავითაშვილმა.