მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი კლინიკებს სიცრუეში ადანაშაულებს - "ხელფასების შემცირების საფუძველი არ აქვთ"

5e2fee75acdca
ინგა მურუსიძე
28.01.20 12:25
1219
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კლინიკების მიერ გაცხადებული ფაქტი, რომ მათ ახლა უწევთ სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების შემცირება, არის სიცრუე.

ტიკარაძე გამოეხმაურა კლინიკების წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ თავად სამინისტროს განფასებაში მედპერსონალის ხელფასები 35%-ით არის შემცირებული.

„520-ე დადგენილების ფარგლებში კლინიკებისთვის ანაზღაურების ვალდებულება სამინისტროს დაუდგება მაისში, შესაბამისად, კლინიკების მიერ გაცხადებული ფაქტი, რომ მათ ახლა უწევთ სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების შემცირება, არის სიცრუე. გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში და 520-ე დადგენილების ფარგლებში ტარიფებში არ ყოფილა ცვლილება შეტანილი სახელფასო ანაზღაურების კუთხით და კლინიკებს ხელფასების შემცირების საფუძველი არ აქვთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.