27.იანვარი .2020 13:36

მინისტრი კლინიკებში ხელფასის 20%-30%-მდე შემცირებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

views 4768
უკან

კლინიკების მიმართ სარისკო დავალიანებები სახელმწიფოს არ გააჩნია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

„დავალიანება არ არსებობს, ჩვენ ვიმყოფებით დადგენილების ფარგლებში და დადგენილების ფარგლებში დავალიანებას თვის ბოლომდე დავხურავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სამინისტროს უდგას ვალდებულება, დაფაროს სექტემბრის თვე და კლინიკების ნაწილს ეს დავალიანება უკვე დარიცხული აქვს, ხოლო იანვრის ბოლომდე დანარჩენ კლინიკებსაც დაერიცხებათ ის თანხები, რომელიც მათ აქვთ მოთხოვნილი. სარისკო დავალიანებები სახელმწიფოს კლინიკების მიმართ არ გააჩნია“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კლინიკების ნაწილის ხელმძღვანელების განცხადებებს იმის შესახებ, რომ 520-ე დადგენილების ფარგლებში არსებული განფასების გამო, მედპერსონალისთვის ხელფასების შემცირება მოუწიათ, მინისტრი ამბობს, რომ კლინიკები სიმართლეს არ ამბობენ.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელიც გაჟღერებული იყო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომ არის გადინება სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა სტრუქტურებში, ეს ბადებს გარკვეულ კითხვებს, რადგან ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს უდგას კლინიკების მიმართ, არ არის 520-ე დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, მათ გადასახადების მიმართულებით არანაირი რისკი არ უდგათ და ეს არ უნდა ასახულიყო მედპერსონალზე. გარდა ამისა, 520-ე დადგენილება მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომლებიც იყო 520-ე დადგენილების ჩაშვებამდე და დაწყებამდე ანუ როცა მაისის თვიდან ჩვენ მოგვიწევს ანაზღაურების გადახდა პერსონალის ანაზღაურებაზე, ის ასახული არ უნდა იყოს. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების უფლებებს“, - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კლინიკების ინფორმაციით, მედპერსონალის ხელფასები 20%-30%-ით შეამცირეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა