მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: მედიკამენტების ფასების რეგულაციაზე ვმუშაობთ... ფარმა ბიზნესთან კომუნიკაცია გვაქვს

5db6b60beae01
თელარა გელანტია
28.10.19 13:31
978
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიკამენტების ფასების რეგულაციაზე მუშაობა მიმდინარეობს.

საქმე იმაშია, რომ როგორც დღეს მინისტრმა დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა, ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე მუშაობენ, მაგრამ ტიკარაძეს დეტალები არც - პრეზენტაციაზე და არც შემდეგ - ჟურნალისტებთან დაუკონკრეტებია.

„მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფასწარმოქმნასა და ფასების რეგულაციაზე მუშაობა. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ფარმა ბიზნესთან და მათთან ერთად ეს საკითხები მალე გაჟღერდება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მის კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც სახელმწიფოს მიერ კლინიკების მართვაში შესვლას შეეხებოდა, ჯანდაცვის მინისტრმა დააზუსტა, რომ ის გულისხმობდა - არა კერძო კლინიკებს, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკების მეტად აქტიურ და ეფექტურ მართვას.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის - "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.