მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი NDI-ს კვლევაზე: პირველ რიგში, ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ თავს მეტს ვთხოვთ

5d8341f782a8c
ლიკა გურაბანიძე
19.09.19 17:50
810
"ჩვენ პირველ რიგში, ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ თავს მეტს ვთხოვთ. ვიცით, რომ მოსახლეობის მოთხოვნები მთავრობის მიმართ იზრდება და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვუწყობთ ხელს იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტს სთხოვს ხელისუფლებას", - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.

როგორც მინისტრი განმარტავს, NDI-ს ქართველი პარტნიორების მიერ ჩატარებული კვლევები ყოველთვის რეალობას არ ასახავს. მისივე თქმით, მთავრობის ძირითადი საქმიანობა სწორედ არსებული გამოწვევების გადალახვისკენ არის მიმართული.

"ზოგადად, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას ისეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორიც არის NDI და სხვა ასეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, თუმცა ასევე წლების განმავლობაში ჩვენ იმის შესაძლებლობა გვქონდა, გვენახა, რომ სამწუხაროდ მათი ქართველი პარტნიორები, რომლებიც გამოკვლევას აკეთებენ, იმ რეალურ მასშტაბებს ყოველთვის სწორად არ ასახავენ, რომელიც არის ადგილზე.

არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითი", - განაცხადა ცქიტიშვილმა.