28.იანვარი .2020 10:40

მინისტრი: პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მოგვიწევს ჩინეთთან ფრენების შეჩერება

views 1323
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსის რისკის გამო, საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დროებით შეჩერების შესახებ საუბრობს. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსის გავრცელების ალბათობასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მთავრობა, სავარაუდოდ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას დროებით შეაჩერებს. 

"პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ სხვადასხვა უწყებები ჩართული ვართ ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გაკეთდეს და ლიდერობა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩინეთიდან ჩვენც ვართ ამ პროგრამაში ჩართული.

ვფიქრობ, რომ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი იმისთვის, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ,"- ამბობს ეკონომიკის მინისტრი. 

მთავრობის ინფორმაციით, საჰაერო საზღვარზე ამჟამად ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების სკრინინგი მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა