მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: “პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში პროექტების უმეტესობაზე მუშაობა დაწყებულია“

60fa7e449b0e5
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.21 21:30
617
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური გაძლიერებისათვის ინსტიტუციური განვითარების და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, ასევე - კრიტიკულ და საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა აუცილებელია.

მისი ინფორმაციით, სწორედ ამისათვის, 2019 წლიდან ქვეყნის რეგიონებში მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 41 სკოლის მშენებლობა 10 000-მდე ბავშვისთვის დაასრულა.

„2022 წლისთვის, სულ 65 ახალი სკოლა გვექნება აშენებული; დავიწყეთ და გავაგრძელებთ 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, რასაც მალე კიდევ 60 სკოლის რეაბილიტაცია დაემატება; ვაშენებთ 31 საბავშვო ბაღს, საიდანაც 29 ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა. 4 დიდ ქალაქში - ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ახალციხეში წელს თანამედროვე სპორტკომპლექსების მშენებლობა დავიწყეთ და ეს პროცესი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. შეუქცევადი სახე ექნება რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის არა მხოლოდ ცხოვრებისა და განვითარების სათანადო პირობების შექმნას, არამედ მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასაც გულისხმობს და ამ ჭრილში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ უპრეცედენტო ნაბიჯია“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, ამ პროგრამის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისიც არის, რომ ყველა პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ერთდროულად, უშუალოდ მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაყრდნობით და მათგან მიღებული ინიციატივებით განხორციელდება, ამ ეტაპზე კი, პრაქტიკულად ყველა მათგანზე დაწყებულია სამობილიზაციო-მოსამზადებელი სამუშაოები.

ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, ეს პროგრამა იქონიებს ეფექტს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების ურბანულ განვითარებაზე, არამედ პროგრამაში ჩართულ შესაბამის მოხელეთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების ამაღლებაზე.