13.სექტემბერი .2019 11:08

მინისტრი: "წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის სანდო ქართულ პოლიტიკაში და ვინ არა"

views 372
უკან

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის სანდო ქართულ პოლიტიკაში და ვინ არ არის სანდო,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, როდესაც მას სთხოვეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასება არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელზეც მან დეტალურად გუშინ ისაუბრა და გაიხსენა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და მისი შეხვედრის დეტალები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ბიზნესმენ რომან ფიფიასა და მაშინელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანდასწრებით გაიმართა.

“თქვენ იცით როგორ მისვამთ შეკითხვას? რომ ფაქტი მომხდარია და ჩემი შეფასება გინდათ. ჯერ დაადასტურეთ ფაქტი - იყო თუ არა შეხვედრა, ვინ იყო ამ შეხვედრაზე...მე არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, არ ვყოფილვარ და რა გითხრათ?”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, არის თუ არა მამუკა ხაზარაძე და მისი მონათხრობი სანდო, მინისტრი პასუხობს:

“წარმოდგენა არ მაქვს დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო. მე იცი ერთი რამ, მე ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ მვყოფილვარ. დანარჩენი ქართულ პოლიტიკაში თქვენ მითხარით - ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო”,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა