მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი "საქნახშირის" პოტენციურ მყიდველზე - გამოჩნდება ხომ არ დაიმალება?!

5d8c72f064cf0
ლიკა გურაბანიძე
26.09.19 12:20
1164
„საქნახშირი“ ჩვენი არ არის რომ გავყიდოთ,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე  - „გაყიდის თუ არა მთავრობა „საქნახშირს“? საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც „საქნახშირით“, როგორც ბიზნესით, დაინტერესებულები არიან.

„მიმაჩნია, რომ ტყიბული ბიზნესურად და ეკონომიკური კუთხით ჯერ კიდევ საინტერესო უნდა იყოს. არის საუბრები იმაზე, რომ არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც ამით დაინტერესდება. ჩვენ შესაძლოა ფასილიტატორის როლი ვითამაშოთ და პოტენციურ ინვესტორს უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ.

ვინც ამას აიღებს, იმ უსაფრთხოების ნორმებს და სტანდარტებს დანერგავს, შესაბამისად, საწარმოს მომგებიანს გახდის. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ამ გზით განვითარდება ეკონომიკა ამ საქმეში არის და მგონია სცენარი ამ გზით განვითარდება. ვნახოთ ქალბატონი მინისტრი რა ამბავს ჩამოგვიტანს.

დეტალებს მე არ ვფლობ. ეს სრულად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და მგონი, ისინი გააკეთებენ ამაზე კომენტარს. მაქვს ინფორმაცია, რომ დაინტერესება არის სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებიდან. ეს უვე კარგი ნიშანია დაველოდოთ მოვლენებს. მგონია, რომ აქედან ჯანსაღი ეკონომიკურად გამართული გამოსავალი იქნება“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - „დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფებიდან, ეს ის ბიზნეს ჯგუფები ხომ არ არიან, ვინც ჭიათურ მანგანუმის აქტივს ფლობენ?“ მინისტრი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

„ამ ეტაპზე ვერაფერს დაგიდასტურებთ. ნებისმიერი ბიზნეს ჯგუფი, მათ შორის, გინდაც ეგენი (ჭიათურ მანგანუმი) რომლებიც დაინტერესდებიან და აამუშავებენ ამ საბადოს და ჩათვლის, რომ ეს მისთვის მომგებიანი იქნება, ქვეყნისთვის კარგი იქნება. რა მნიშვნელობა აქვს რომელი ბიზნეს ჯგუფი იქნება? გამოჩნდება ხომ არ დაიმალება? ამხელა საბადოს ისეთი ბიზნეს ჯგუფი იყიდის, რომ ვერ გავიგებთ? რატომ ნერვიულობთ არ მესმის,“ - განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.