05.მაისი .2021 19:30

მინისტრი: შესაძლოა, სახმელეთო საზღვრები იმავე წესებით გაიხსნას, როგორც - საჰაერო

მინისტრი: შესაძლოა, სახმელეთო საზღვრები იმავე წესებით გაიხსნას, როგორც - საჰაერო
views 622
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"მიდის მუშაობა, რომ დაახლოებით, იმავე წესებით გაიხსნას სახმელეთო საზღვრები, რა წესებითაც საჰაერო საზღვრები გაიხსნა და ვმართავთ. მაგალითად: აცრილი ვიზიტორებისთვის უფრო ადვილი იყოს საქართველოში შემოსვლა; ასევე მათთვის, ვისაც ტესტი აქვს გაკეთებული და ა.შ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმავე პრინციპის მისადაგება სახმელეთო საზღვრების მიმართ და ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობა ეპიდემიას ჩაკეტვის გარეშე მართავს.

"ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას - შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იყო შედარებით მაღალი, ამას ვარეგულირებდით ბიზნესების ჩაკეტვით, საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვები იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ეს არ ეხებოდა. წელს ჩვენ იმავე ამოცანას ვახერხებთ, რომ მივაღწიოთ ანუ ვმართოთ ეპიდემია ჩაკეტვის გარეშე. პარალელურად ვმუშაობთ, რომ გაიხსნას და აღდგეს ტურისტული ინდუსტრია და პარალელურად, ვმართავთ ეპიდემიას. ეს კეთდება ჩაკეტვის გარეშე. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელია და ვაქცინაცია ამას დაეხმარება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა