მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ

5dcc2ca1209c3
BM.GE
13.11.19 20:59
849
უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი განმარტებით, სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე უმუშევრობის მაჩვენებელი მართლაც ისტორიულ მინიმუმზეა.

"ამაში ჩვენ მართლები ვართ, თუმცა, გვაქვს 2001 წლის და 2003 წლის სტატისტიკური მონაცემები, სადაც უმუშევრობა ყველაზე დაბალია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ სტატისტიკისადმი ნდობა არ არის მაღალი... თუ ეს გვეთვლება ტყუილში, შეგვიძლია ვაღიაროთ. თუ არა, მიგვაჩნია, რომ 2002 წლის შემდგომ, 2003 წლიდან, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პრობლემას წარმოადგენს თავად ის მეთოდოლოგიაც, რომლითაც ითვლება უმუშევრობა.

„ეს მეთოდოლოგია არ არის სრულყოფილი, ამიტომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვუყურებთ დინამიკას. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით, კარგა ხანი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ უმუშევრობის იმ დონეს, რომელიც ნორმალურ, ჯანსაღ ქვეყანას უნდა ჰქონდეს. თუმცა, შემცირების დინამიკის არაღნიშვნა, მგონია, რომ სწორი არ იქნება და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. ჩემს სიტყვაში უმუშევრობის მაჩვენებელი თავმოწონებისთვის არ მითქვამს, გავაკეთე მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია - რომ დინამიკა არის პოზიტიური და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.