მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება

60c393aed095f
BM.GE
11.06.21 21:20
615
ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, თანხების მობილიზების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

„ვაქცინა და ვაქცინაცია ეკონომიკისთვისაც არის უპირველესი ამოცანა. ვაქცინაციის პროცესი ბოლო პერიოდში არის საკმაოდ დაჩქარებული, დაახლოებით, 6000 დღიურ აცრაზე ვართ ასული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და ზაფხულის პერიოდი სწორად ამისთვის იქნება გამოყენებული. როგორც აღვნიშნე, თანხები მობილიზებული გვაქვს, მათ შორის, დონორი ორგანიზაციებიდან იმ ოდენობის, რა რაოდენობის ვაქცინასაც ფიზიკურად ჩვენ შევძლებთ რომ შევიძინოთ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის არცერთ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ ყოფილა პრობლემატური. ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ ეს თანხა მობილიზებული გვქონდა და დღესაც მობილიზებული გვაქვს იმისთვის, რომ ქვეყანამ ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინა შეიძინოს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.