მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: „ვეცდებით მოქალაქეებმა თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი“

5fbe48cd98c8a
ვიქტორია მღებრიშვილი
25.11.20 16:40
1087
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურად ეცდება რომ მოქალაქეებმა ახალი წლის აღნიშვნა თავისუფლად და შესაფერისად შეძლონ.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობა შეზღუდვებზე მსჯელობისას 3 ფაქტორს ითვალისწინებს.

„ვითვალისწინებთ ერთი მხრივ იმ ზიანს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას კოვიდ-ინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად შეიძლება მიადგეს, ასევე ვითვალისწინებთ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომ ყველა ველოდებით ახალ წელს და შობას; და ვითვალისწინებთ ბიზნესის აქტიურ ფაზას, რომელიც დეკემბერშია.

ჩვენი მიზანი არ არის ისეთი და იმ ვადის შეზღუდვების დაწესება, რომ ყველა ეს კომპონენტი მოყვეს ზარალში. შეზღუდვების დაწესების შემდეგ დავაკვირდებით პროცესს და მაქსიმალურად ვეცდებით რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.